ჭვინთაში და ელიაწმინდაში გარე განათება ეწყობა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთაში და ელიაწმინდაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფლებში გარე განათების სისტემები ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები ღამის საათებში კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.
2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.