Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო

21 May, 2020

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, გზის 650 მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები და საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგება.

ამ დროისთვის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს არსებული საფარის დემონტაჟი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Share page