თამარაშვილის ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს
ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.
რეაბილიტაცია უტარდება თამარაშვილის ქუჩიდან მდინარე ფოცხოვამდე არსებულ 232 მ სიგრძისა და 2,20 მ სიგანის ღია სანიაღვრე არხს;
აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი და ამორტიზებული სანიაღვრე არხი პრობლემას განსაკუთრებით უხვი ნალექის მოსვლის დროს ქმნიდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემა სრულად მოგვარდება.