Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ მიქელწმინდაში გარე-განათება ეწყობა

20 July, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწმინდაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

სოფელში გარე განათების სისტემა ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ მიქელწმინდის მაცხოვრებლები ღამის საათებში კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.

2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

Share page