Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობის საყურადღებოდ

10 December, 2020

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოს - ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიის ნარჩენების ინსინერაციისთვის განკუთვნილი მინი ინსინერატორის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი.

 

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნარჩენების ინსინერაციისთვის განკუთვნილი მინი ინსინერატორის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია;

 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ახალციხის მუნიციპალიტეტი;

 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო: 2020 წლის 23 დეკემბერი 15:00 საათი.

 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული: https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=m9d32f570203d5f0d9d8b27e33f03fab6 

 

ვინაიდან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტაციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. აჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით (დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე დასწრებისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება). დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

Share page