Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობის საყურადღებოდ!

21 April, 2021

ახალციხის საპატიო მოქალაქის კანდიდატურების წარდგენა დაიწყო

საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მიღებული წესის თანახმად,  თქვენი წინადადებები  შეგიძლიათ წარმოადგინოთ ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერიაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;

ვ)  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.

2.  კანდიდატურის  წარდგენა  ხორციელდება  წერილობითი  ფორმით, რასაც თან  უნდა  ერთოდეს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის  ან პირების  რეკომენდაცია  წარდგენილი  კანდიდატის  ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის  ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მიმდინარე წლის ივნისის თვეში გამოვლინდებიან, როგორც  2020 წლის, ისე   2021 წლის ახალციხის საპატიო მოქალაქეები.

გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მიღებულ წესსა და კანდიდატურების წამოყენების უფლებამოსილ პირებთან დაკავშირებით, იხილოთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4221327

Share page