Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხელი მძლეოსნების კიდევ ერთი წარმატება

29 June, 2021

ქალაქ თბილისში, მძლეოსნობის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.

ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ახალციხელმა მძლეოსნებმა წარმატებით იასპარეზეს. მათ 5 ოქროს 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ:

 მინდია ენდელაძე - 400 მ. და 800 მ. დისტანციებზე რბენაში (ორი ოქროს მედალი);

ასია ჩარუხჩიანი- 1500 მ. დისტანციაზე რბენაში

მარი კაპანაძე -3000 მ. და 5000 მ. დისტანციაზე რბენაში (ორი ოქროს მედალი);

 ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

ვლადიმერ შუშანიანი - 400 მ დისტანციაზე რბენაში;

ქეთი იაკობიძე - 1500 მ დისტანციაზე რბენაში;

 თამთა მჭედლიძე - 3000 მ დისტანციაზე რბენაში;

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:

 ასია ჩარუხჩიანმა;

არევიკ შუშანიანმა;

ვლადიმერ შუშანიანმა;

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სპორტსმენებს ულოცავს კიდევ ერთ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.

Share page