Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საპატიო ახალციხელები და მერიის სტიპენდიანტები

30 June, 2021

შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, 2020-21 წლების ახალციხის საპატიო მოქალაქეები დასახელდნენ.
2020 წლის საპატიო ახალციხელები არიან: ანზორ თამარაშვილი, აიკ ბალასანიანი, ამირან ბლუაშვილი და ოლღა ივანიძე;

2021 წლის საპატიო ახალციხელები არიან: მეუფე საბა (გიგიბერია), ზაზა თამარაშვილი, ამირან გოგოლაძე, ტიგრან მელქონიანი;

ღონისძიებაზე, ტრადიციულად დაჯილდოვდნენ მერიის სტიპენდიანტებიც. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სტიპენდია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებმა მიიღეს.

Share page