Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩა №124-ში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია

13 July, 2021

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება შენობას, სადაც განთავსდება სპორტული დარბაზები და იფუნქციონირებს სხვადასხვა სახის სპორტული წრეები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

Share page