Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩის №124-ში ახალგაზრდული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები

15 July, 2021

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის  №124-ში ახალგაზრდული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ორსართულიან შენობას. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

რუსთაველის  №124-ში უფუნქციოდ  დარჩენილი ტერიტორია მნიშვნელოვნად აფერხებდა ქალაქის  განვითარებას.  2019 წელს სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით ტერიტორიის ნაწილი, მუნიციპალიტეტს გადაეცა. რის შემდეგაც დაიგეგმა აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანება და ქალაქის ურბანულ სისტემაში  ინტეგრირება.

Share page