Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ანში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17 August, 2021

სოფელ ანში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საბავშვო ბაღის შენობის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ სოფელში საბავშვო  ბაღი არასდროს ყოფილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობა აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და კეთილმოწყობილ გარემოში   25 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

Share page