Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

18 August, 2021

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა  №124-ში  კულტურის სახლის (ყოფილი კლუბი)  შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. შენობაში ამ ეტაპზე,   სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია  არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა სცენა და დარბაზი 300 მაყურებელზე,  დამონტაჟდება შესაბამისი მოწყობილობები კინო ჩვენებისათვის. იფუნქციონირებს სხვადასხვა სახელოვნებო წრეები.

პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს  თანამედროვე სტანდარტების მქონე შესაბამისი სივრცე ექნება, სადაც გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კონცერტები და შეხვედრები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ფინანსდება.

Share page