Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალი მერი მუშაობას შეუდგა

28 October, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ირაკლი ლაზარაშვილი დღეიდან, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

ირაკლი ლაზარაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების დირექტორებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ირაკლი ლაზარაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მომავალი ოთხი წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყოს მუნიციპალიტეტისთვის. მან ასევე, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლებთან ერთად მრავალი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ლაზარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მერად არჩევამდე, კი იგი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

Share page