Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ზაზა მარჯანიშვილის კონცერტი და მასტერკლასი

29 October, 2021

დღეს, ახალციხის სამუსიკო სკოლაში, მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის კონცერტი და მასტერკლასი გაიმართა.

ღონისძიებას მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები, საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მუსიკის მასწავლებლები, მოსწავლეები და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დაესწრნენ.

მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ, როგორც საკონცერტო პროგრამას, ისე დასწრებოდნენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსის მასტერკლასს და ლექციას.

ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კომპანია TG Sound & Graphics-ის მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტის - „მუსიკა ყველასთვის“ ფარგლებში გაიმართა.

Share page