Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭო იქმნება

6 May, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  ახალგაზრდული საბჭოს წევრების შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-24 წლის ახალგაზრდებს.

 

პროგრამის მისიაა  მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის, ახალგაზრდების და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის ეროვნული და რეგიონული ფორუმების ორგანიზების გზით.

პროგრამის მიზანია: გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებები და ინტერესები მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში;

შემუშავდება შესაბამისი მიდგომები და პროგრამები ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს წევრები ჩაერთვებიან სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში და აიმაღლებენ ცოდნას იმ მიმართულებით, რაც მათ დაეხმარებათ ფუნქცია–მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში.

აღწერამონაწილეობა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რაც მრავალი დეკლარაციითა თუ კონვენციით არის დადასტურებული. შესაბამისად, ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტსაც მონაწილეობა წარმოადგენს.  აქტიური მონაწილეობა აძლიერებს ახალგაზრდებს და აძლევს მათ საშუალებას შეასრულონ წამყვანი ფუნქცია, როგორც საკუთარი თავის, ასევე, თემის განვითარების მიმართულებით, შეიძინონ საკვანძო უნარ-ჩვევები, მათ შორის, მოქალაქეობრივი კომპეტენციები და ხელი შეუწყონ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

აპლიკანტმა შევსებულ აპლიკაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ნომინირების დოკუმენტი (დანართი #2).

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული აპლიკანტები.

 

 

პროექტის შესახებ

მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს ფორმირება/გაძლიერება ხორციელდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

ინიციატივის ფარგლებში შეიქმნება/გაძლიერდება ახალგაზრდული საბჭო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ამ საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიმართული აქტივობების დაგეგმვა–განხორციელებისათვის.

მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს  ფორმირება/გაძლიერების მხარდაჭერას ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფს ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი (Union of Democrat Meskhs, UDM)

 

 

არასრულად შევსებული აპლიკაცია არ განიხილება.

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 27 მაისი, 18:00  საათი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: mariamzazadze@gmail.com „თემაში“ მიუთითეთ „ახალგაზრდული საბჭო“, ან დოკუმენტები წარმოადგინეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში მისამართზე: ახალციხე, მ. კოსტავას ქუჩა #18 , (0365) 22 08 08 - (0365) 22 36 16 akhaltsikhemeria@gmail.com

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირი: მარიამ ზაზაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების სპეციალისტი/ ახალგაზრდული მუშაკი.

ელ-ფოსტა: mariamzazadze@gmail.com

ტელეფონი: 591449766

 

 

 

Share page