Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია

11 May, 2022

ახალციხეში, ქალაქის იერ-სახის მოწესრიგების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია 9 აპრილის ქუჩა N15 და N25 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების მოპირკეთება და შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

+4

 

Share page