Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კვლევის პრეზენტაცია

18 November, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის სენის (CENN) პროექტის „სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“ ფარგლებში მომზადებული კვლევის ვალიდაციის შეხვედრა და განხილვა მოეწყო.

შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს დეტალურად გააცნეს ჩატარებული კვლევა და მუნიციპალიტეტში არსებულ რეალობაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა მოსახლეობის მხრიდან დასმულ სხვადასხვა სახის პრობლემებზე და საჭიროებებზე.

თავის მხრივ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა ნუგზარ კაპანაძემ მერიაში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. იგი ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს დემოკრატიის მნიშვნელოვან საყრდენს.

+10

Share page