Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ - 2023

18 January, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 17 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივი მაცხოვრებლები საერთო კრებებზე ან საკონსულტაციო შეხვედრებზე, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

 

Share page