Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

29 December, 2022

ახალციხეში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ახალციხელებს წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს ნათია დუმბაძემ, მასტერმა და DJ ალექსანდრე ლორთქიფანიძემ.

საახალწლო კონცერტები ცენტრალურ პარკში ასევე, 30 დეკემბერს, 4 იანვარს და 7 იანვარს გაიმართება. ღონისძიებები 16:00 საათზე დაიწყება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

+15

 

Share page