ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიპენდიანტები დააჯილდოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიპენდიანტები დააჯილდოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 37 წარჩინებული სტუდენტი დააჯილდოვა.
ახალციხის ცენტრალურ პარკში, საახალწლო ღონისძიებაზე შეკრებილებს მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ შობა-ახალი წელი მიულოცეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტიპენდიანტებს სერტიფიკატები გადასცეს, სწავლაში მიღწეული შედეგი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მომავალშიც. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს მერიისგან 500 ლარის ოდენობით სტიპენდია ჩაერიცხა.