Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კრივში რესპუბლიკური ტურნირი გაიხსნა

10 March, 2023

ახალციხის სასპორტო სკოლაში, კრივში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ლევან გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიხსნა.

შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მასში სხვადასხვა წონით კატეგორიაში, თბილისიდან, ახალციხიდან, ახალქალაქიდან, ბორჯომიდან ჭიათურიდან, ზესტაფონიდან, ახმეტიდან, საჩხერიდან, ყვარელიდან და ერედვიდან (2007-2012 წლებში დაბადებულები) 150 მოკრივე მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის ოფიციალურ გახსნას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე, ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების“ დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

+15

 

Share page