Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სპორტული ღონისძიება „თავისუფალი თამაშები“

20 May, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით სპორტული ღონისძიება „თავისუფალი თამაშები“ გაიმართა.

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან მოსწავლეები ერთმანეთს 100 მეტრ დისტანციაზე სირბილში, ბადმინტონში, კალათბურთსა და ფეხბურთში შეეჯიბრნენ.

სირბილში გოგონებიდან პირველი ადგილი ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, სოფო ყურმაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლე, ლანა ალავიძე გავიდა.

ვაჟებში პირველი ადგილი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლემ, უჩა მჭედლიშვილმა დაიმსახურა, მეორე ადგილის მფლობელი ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ილია მსხვილიძე გახდა.

ბადმინტონში გოგონებიდან პირველი ადგილი ქალაქ ვალის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნატა ციკოლიამ დაიკავა, მეორე ადგილის მფლობელი კი ურავლის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნელიკო ნეფარიძე გახდა.

ვაჟებიდან პირველ ადგილზე ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლე, იოანე მაზმიშვილი გავიდა, მეორეზე კი ქალაქ ახალციხის №4 საჯარო სკოლის მოსწავლე სამველ გარგარიანი.

კალათბურთში გამარჯვება ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი კი ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

ფეხბურთში პირველ ადგილზე ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი კი ზიკილიის სკოლის გუნდმა დაიკავა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

+9

Share page