ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

1 ოქტომბერი, 2019

 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სათნოების სახლს ესტუმრნენ. ბენეფიციარები მოინახულეს, ხანდაზმულთა დღე მიულოცეს და ყვავილები გადასცეს. ზაზა მელიქიძემ მათთან ერთად სიმბოლურად ტორტიც გაჭრა.

საღამოს კი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სათნოების სახლის ყველა ბენეფიციარი „თეატრალური ფესტივალის ფარგლებში“ დღევანდელ სპექტაკლზე „იაკიში და პუპჩე“ -ზე მიიწვია.

მსოფლიო პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

გააზიარე