ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

1 ოქტომბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი სათნოების სახლს ესტუმრნენ. ბენეფიციარები მოინახულეს, ხანდაზმულთა დღე მიულოცეს და ყვავილები გადასცეს.

სათნოების სახლში ხანდაზმულებს სადღესასწაულო ტორტითაც გაუმასპინძლდნენ.

მსოფლიო პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

გააზიარე