ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

"16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ"

6 დეკემბერი, 2018

 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია  საერთაშორისო კამპანიას "16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" შეუერთდა .

 აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა  „ქალთა ოთახში“. შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის  განყოფილების  ორგანიზებითა და ინიციატივით შედგა, სადაც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობაზე ისაუბრეს.

 შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და  საკრებულოს წარმომადგენლები,   გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები  და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 25 წელია, რაც ცივილიზებული მსოფლიო ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ერთვება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. 2018 წელს კამპანია იმართება მოწოდებით - „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“.

 ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი დასტურიც გახლავთ ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ღონისძიება , როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე.

გააზიარე