ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

18 იანვარს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის რიგით პირველი სხდომა გაიმართება.

17 იანვარი, 2019

მოსახლეობის საყურადღებოდ ❗

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გაცნობებთ, რომ 2019 წლის 18 იანვარს 16:00 საათზე გაიმართება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით პირველი სხდომა შემდეგ მისამართზე: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა №2, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
3.,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის’’ ანგარიშის შესახებ.

გააზიარე