ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

18 მაისი, მუზეუმის საერთაშორისო დღე

18 May, 2019

დღეს, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის ისტორიულმა მუზეუმმა ვიზიტორებს, მთელი დღის განმავლობაში, უფასოდ უმასპინძლა.

დღესვე, ახალციხის ციხის ციტადელის საკონფერენციო დარბაზში, ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლების მონაწილეობით ღონისძიება „ღამე მუზეუმში“გაიმართა. მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფოროსმანისა და ახალციხელი პოეტის ელენე დიდიმამიშვილისშესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. გაიხსენეს მათი ბიოგრაფია და პოეტის ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების პარალელურად სტუმრებს საშუალება ჰქონდათ წარმოდგენილი გამოფენაც – „მე და ფიროსმანი“ დაეთვალიერებინათ.

მუზეუმების საერთაშორისო დღე - 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 40 წელზე მეტია აღნიშნავს. აქცია „ღამე მუზეუმში“ - 2005 წლიდან ევროსაბჭოს პატრონაჟით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება. აქციამ, შემდგომ წლებში ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2011 წელს აქციას საქართველოც შეუერთდა, თუმცა, მან ვერ მიიღო ტრადიციული სახე. ტრადიციად „ღამე მუზეუმში“ მხოლოდ 2015 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დამკვიდრდა. აქციის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობა.

გააზიარე