ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

26 მაისი - კონცერტები

26 May, 2022

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტით გაგრძელდა, 17 საათსა და 10 წუთზე კი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა.

საღამოს დასკვნით ნაწილში ახალციხელებისა და ქალაქის სტუმრების წინაშე წარსდგნენ ბენდი ოთარ მაღრაძის ხელმძღვანელობით და სოლისტები მარიკო ებრალიძე, თემო საჯაია, გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე, ნინი გველესიანი, ნესტან ჯიბლაძე და მაია ბარათაშვილი.

მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით იმართება. ახალციხეში ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით ტარდება.

გილოცავთ 26 მაისს!

+32 

გააზიარე