ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

26 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომა გაიმართება.

25 მარტი, 2019

მოსახლეობის საყურადღებოდ ❗

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გაცნობებთ, რომ 2019 წლის 26 მარტს 15:00 საათზე გაიმართება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომა შემდეგ მისამართზე: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა №2, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ახალციხის ციხე’’-ს (ს/კ 424066736) რეგისტრირებულ მონაცემებეში ცვლილების განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
2. ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლ“-ის (ს/კ 224090490), ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება აწყურის სამუსიკო სკოლ“-ის (ს/კ 224090515) და ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ვალის სამუსიკო სკოლ“-ის (ს/კ 224090506) შერწყმის (გაერთიანების) განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
3. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 ივნისის N50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 ივნისის N51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
6. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, 2019-2021 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2019-2020 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.
8. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
9. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
10. ახალციხის მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმების თაობაზე.
11. ინფორმაცია ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების (ქალაქ ახალციხეში მიქუტიშვილის ქ. N 10-ში მდებარე N 6 საბავშვო ბაღი, ახალციხის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლა ) დემონტაჟის შესახებ.

გააზიარე