ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

27 მაისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-6 სხდომა გაიმართება

24 May, 2019

მოსახლეობის საყურადღებოდ ❗

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გაცნობებთ, რომ 2019 წლის 27 მაისს 15:00 საათზე გაიმართება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-6 სხდომა შემდეგ მისამართზე: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა №2, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის- სკვერის სახელდების შესახებ.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე (შპს ,,ოპპა’’).

4. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე ( შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“).

5. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე (ინდმეწარმე ლ.ლომიძე).

6. „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

7. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვისა და შეფასების შესახებ.

8. ,,ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ’’.

გააზიარე