ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

7X7-ზე ფეხბურთის გამარჯვებული გუნდი „პირველები“ გახდნენ

19 ოქტომბერი, 2020

7X7-ზე ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის, მუნიციპალური თამაშების გამარჯვებული ახალციხის „პირველები“ გახდნენ.

ქალაქ ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, 7X7-ზე ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის, მუნიციპალური თამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა.

პირველი ადგილისთვის ერთმანეთს ახალციხის „პირველები“ და ახალციხის „ახალციხე“ დაუპირისპირდნენ, თამაში ანგარიშით 4:0 „პირველების“ სასარგებლოდ დასრულდა. შესაბამისად მეორე ადგილი „ახალციხის“ გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილზე წირის გუნდი გავიდა.

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით, სიგელებით, მედლებითა და ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრა. მასტერლიგის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა ჭეიშვილმა პირველ ადგილზე გასულ გუნდს ფედერაციისგან მასტერლიგის თასი გადასცა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ახალციხის „პირველებს“ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს რეგიონულ თამაშებში ასპარეზობისას.

გააზიარე