ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

7X7-ზე ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატი დაიწყო

17 სექტემბერი, 2020

 ქალაქ ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, 7X7-ზე ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის მუნიციპალური თამაშები დაიწყო.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს, საქართველოს 7X7-ზე ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე დაესწრნენ.

ტურნირის დაწყებამდე მონაწილე გუნდებს სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მიმართა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და პოპულარიზაციაზე ისაუბრა.

პირველ თამაშში ერთმანეთს ქალაქ ახალციხის გუნდი „პირველები“ და სოფელ ურავლის გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 3:0 დასრულდა და გამარჯვება ახალციხის გუნდმა მოიპოვა.

ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 გუნდი მონაწილეობს, 2 ჯგუფად და წრიული სისტემით. თამაშებს ორგანიზებას საქართველოს 7X7-ზე ფეხბურთის ასოციაცია და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული განყოფილება უწევენ. მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდი რეგიონულ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.

გააზიარე