ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

9 აპრილის ქუჩაზე ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო

16 ნოემბერი, 2020

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებლები ახალი გარე განათების სისტემით უკვე სარგებლობენ . პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა.

ასვე, მიმდინარე წელს 9 აპრილის ქუჩაზე, საავტომობილო გზას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასფალტის საფარი დაიგო გზის 650 მეტრიან მონაკვეთზე. საფეხმავლო ბილიკები კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა და მოეწყო ბაზალტის ბორდიურები.

აღსანიშნავია, რომ საგზაო მოძრაობის რეგულირებისა და მოსახლეობის კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით რეაბილიტირებულ გზაზე ქვეითთა გადასასვლელები, ღერძულა და ნიშნულა ხაზები დაიხაზა.

გააზიარე