ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

9 ივნისი, 2020

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ამ დროისთვის ქუჩაზე მიმდინარეობს ბაზალტის ბორდიოურების მოწყობა. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, საავტომობილო გზაზე კი ასფალტის საფარი დაიგება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

გააზიარე