ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

2 ივნისი, 2020

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ აწყურში, სადაც აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი დაიგება გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 409 998 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი, აწყურის ციხესთან და საკათედრო ტაძრათან გამავალი გზის მონაკვეთს მოიცავს, შესაბამისად მას ტურისტული დატვირთვაც ექნება, კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივებთან ერთად, ვიზიტორებიც ისარგებლებენ.

გააზიარე