ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ანდრიაწმინდის გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

21 May, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

გრძელდება სოფლების ანდრიაწმინდა-ანდის საავტომობილო გზას რეაბილიტაცია, სადაც გზის 1700 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღსანიშნავია, სოფლები ანდრიაწმინდა და ანდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 7 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწერიგებლად მიმდინარეობს სხვა საპროექტო და სატენდერო წინადადებების მომზადებაც.

გააზიარე