ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხე - ურავლის გზა ნაშალი მასალისგან გაწმენდილია

26 მარტი, 2021

ახალციხე - ურავლის გზა ნაშალი მასალისგან გაწმენდილია და საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

უხვი ნალექის გამო დღეს, ახალციხე - ურავლის საავტომობილო გზაზე კლდოვანი ფერდობიდან მიწა ჩამოიშალა. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მობილიზებული იყო შესაბამისი სპეციალური ტექნიკა. უმოკლეს დროში გაიწმინდა გზა და აღდგა მოძრაობა.

შეგახსენებთ, რომ ურავლის ხეობაში გზისპირა ფერდობები ნაშალი და მოძრავი ქვებისგან მიმდინარე წლის იანვრის თვეშიც გაიწმინდა. მუნიციპალიტეტი პერიოდულად ახორციელებს მსგავსი სახის ღონისძიებებს.

გააზიარე