ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალციხელ ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს

9 May, 2020

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 5 ვეტერანია. ვეტერანები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ოჯახებში მოინახულეს და სასურსათო ამანათები გადასცეს.

წელს ახალციხის მუნიციპალიტეტისგან თითოეულ ვეტერანს 700-700 ლარი ჩაერიცხათ. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების გარდა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.

გააზიარე