ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს

16 დეკემბერი, 2019

 ახალციხის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს, ქალაქი ქუჩები და სკვერები დეკორატიული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება.

ახალციხის ცენტრალურ პარკში მთავარი ნაძვის ხე ეწყობა. აღსანიშნავია, რომ ქალაქი წელს ახალი ნაძვის ხით დამშვენდება, რომელიც საზეიმოდ 23 დეკემბერს განათდება. გაიმართება კონცერტი „ორი ჯუჯას“- ვახტანგ ტატიშვილის, ნუგზარ კვაშალის, ანსამბლი „მესხეთის“, ნინო გველესიანის, Dudey და მარიამ ნანობაშვილის მონაწილეობით. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ფოიერვერკით დასრულდება.

გააზიარე