ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

13 May, 2020

 ქალაქ ახალციხეში, მარდისა და აბის დასახლებებში გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

გარე განათებები ფალიაშვილის, ქუთაისის, ერევნის, გორის, ჭყონდიდელის და ჯაყელის ქუჩებზე ეწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორცილელები პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ დასახლებებში გარე განათება არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება და მაცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.

გააზიარე