ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

8 ნოემბერი, 2019

ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

აქტიურად მიმდინარეობს, რუსთაველი-კეცხოველის ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე კოლექტორის მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება.

სამუშაოები ასევე, აქტიურად გრძელდება რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი უკვე დაიგო. ამ ეტაპზე კი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და კედლების მოპირკეთება მიმდინარეობს.

გააზიარე