ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება

16 May, 2019

ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებისა და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ჯამში, მიმდინარე წელს ქალაქ ახალციხეში 12 მრავალსართულიანი კორპუსი მოწესრიგდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის, 9 აპრილის, თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში ყველა სართულზე იცვლება ფანჯრები, მოპირკეთდება კიბეები, კედლები და ჭერი. კორპუსის მაცხოვრებლები ასევე, რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ქალაქის იერ-სახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც გაგრძელდება.

გააზიარე