ახალციხეში საახალწლო კონცერტები გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში საახალწლო კონცერტები გრძელდება.
ამჯერად ახალციხელებისთვის გვანცა კუპატაძემ და ბენდმა „monkey magic“ იმღერეს. კონცერტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართა.
7 იანვარს კი ახალციხეს გიორგი ნიკოლაძე („ნიკოლშოუ“) ეწვევა. კონცერტი 16:00 საათზე დაიწყება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობა-ახალ წელს!