ახალციხის ციხე გამოფენაში "EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019"-ში მიიღებს მონაწილეობას
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ „ახალციხის ციხე“ და ა(ა)იპ ახალციხის სამხატვრო სკოლა, 10 -12 მაისს, ბათუმში, მე-12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და მე-2 საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენა "EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019"-ში მიიღებენ მონაწილეობას.
სამდღიანი გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო კომპანია „GEONET EXPO"-ა. გამოფენაზე, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ქვეყნების კომპანიები წარსდგებიან.
ღონისძიების ძირითადი მიზანია ქვეყანაში სამედიცინო ინოვაციების დანერგვა, ტურიზმის სფეროების განვითარება, კონფერენციების, სემინარების, საინფორმაციო ტურების მოწყობა.