ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ციხემ მუშაობა განაახლა

15 ივნისი, 2020

ახალციხის ციხემ პირველი დამთვალიერებლები უკვე მიიღო.

დღეიდან, 15 ივნისიდან, შიდა ტურიზმის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის ციხე დამთვალიერებლებსა და ვიზიტორებს უფასოდ მასპინძლობს.

ციხის ტერიტორიზე შესვლა ნებისმიერი მსურველისთვის ნებადართულია, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და წესების დაცვით. ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა ვიზიტორს უკონტაქტო თერმოსკრინინგი უტარდება.

ციხის კომპლექსი ღიაა, ყოველდღე 09:00 საათიდან 19:00 საათამდე.
 

გააზიარე