ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ციხეზე კონცერტი ჩატარდა

1 ოქტომბერი, 2019

ახალციხის ციხეზე, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის ,,ბათუმისა’’ და პოლონეთის ქვემო სილეზიის, ვოკალური ანსამბლის ,,ჰეიშოვინას’’ ერთობლივი კონცერტი გაიმართა, სადაც ქართული და პოლონური სიმღერები შესრულდა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პოლონელი სტუმრების მიერ ქართულ ჰანგებზე შექმნილმა მუსიკალურმა ნომრებმა. ღონისძიებაში ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მესხეთიც“ მონაწილეობდა.

საღამოს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალციხის საპატიო მოქალაქის თინათინ ჯაყელის ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე