ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ციხეზე ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

31 ოქტომბერი, 2019

დღეს, ახალციხის ციხეზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

მაყურებლის წინაშე ნინო ჩხეიძე, მარიტა როხვაძე, სალომე ბაკურაძე, ირაკლი ნოზაძე და მარგო ლუჩკო წარსდგნენ.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ მერიის სტიპენდიანტებიც. სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 სასწავლო  წლის მეორე სემესტრის  თოთხმეტ წარჩინებულ სტუდენტს, რომელებიც ახალციხის მერიის სტიპენდიანტები არიან სიგელები გადასცეს. მერიისგან კი ყველა მათგანს 500-500 ლარი ჩაერიცხათ.

გააზიარე