ახალციხის მე-6 სკოლაში ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ
ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხის მე-6 საჯარო სკოლაში.
სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აქ შენობის გადახურვა და სარინელის მოწყობაა დაგეგმილი.
აღსანისნავია რომ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში წესრიგდება სასკოლო ინფრასტრუქტურა. ესენია: ურავლის, აწყურის, აგარა-ზიკილიის, საყუნეთის, წნისის, წყრუთის, ანის, მინაძის, ანდრიაწმინდის, სვირის, ქალაქ ვალის მე-2 და ქალაქ ახალციხის მე-2, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში.