ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

19 მარტი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  მორიგი შეხვედრა გაიმართა,  რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე  უძღვებოდა.

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, დეტალურად იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების,  ასევე მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

ზაზა მელიქიძემ შეხვედრის მონაწილეებს,  იმ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც იგეგმება მუნიციპალიტეტში სამხარეო ადმინისტრაციისა და ცენტრალური ხელისუფლების  აქტიური მხარდაჭერით.  

თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში საბჭოს აქტიური მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.   

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის წარმომადგენლები. დღესვე, საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს   არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის დირექტორი ნინო რუხაძე.

აღნიშნული საბჭო მერთან  არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.  საბჭო 26 წევრისგან შედგება და იგი  სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროს  წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

გააზიარე