ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამები

27 იანვარი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და  ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27   სახის  ქვეპროგრამას ახორციელებს,  რისთვისაც ადგილობრივ   ბიუჯეტში  1 640 200  ლარია გათვალისწინებული. მათ შორის, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის  7  ქვეპროგრამით და   20  სახის სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ.   

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

 

აღნიშნული  წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილებისათვის, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.

 

1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო  გამოკვლევების დაფინანსება;

2. მოსახლეობის        გეგმური  და  ურგენტული      ქირურგიული         მომსახურებების

 დაფინანსება;

3. ონკოლოგიური  დაავადებების  მქონე   ბენეფიციარების  მკურნალობის  დაფინანსება;

4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება;

5. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება;

6. ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება;

7. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა;

8. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის;

9. 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების / ჰიგიენური მოვლის საშუალებების დაფინანსება;

10. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება;

11. იძულებით   გადაადგილებულ პირთა,   სამშობლოს   დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება;

12. უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

13. სოციალური დახმარება მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის;

14. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება;

15. ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება;

16. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება;

17. უხუცესთა სოციალური დახმარება;

18. შშმ პირთა სოციალური დახმარება;

19. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური დახმარება;

20. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება;

21. უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა;

22. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურება;

23. შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება;

24. თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება;

25. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარება;

26. ობოლ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური დახმარება;

27.  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი

სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების 50%-იანი  თანადაფინანსება;

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესს დეტალურად გაეცანით თანდართულ ფაილში.

გააზიარე